ბორჯომულა, მდინარე აღმ. საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 29 კმ, აუზის ფართ. 165 კმ². სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. კალთაზე, ცხრაწყაროს უღელტეხილთან, 2400 მ სიმაღლეზე. ტიპური მთის მდინარეა. მიედინება ჯერ სუბალპ. ზონაში, შემდეგ წიწვოვანი ტყით შემოსილ ვიწრო ხეობაში. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 2,41 მ³ /წმ.
ბ-ს შესართავთან გაშენებულია კურ. ბორჯომი. 1898 ბ-ზე ააგეს რუს. იმპერიაში ერთ-ერთი პირველი ჰესი (1950 შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება).
ნ. უკლება