ბოსლები, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი დმანისის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), დმანისის პლატოზე, მდ. კაკლიანის (მაშავრის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1000 მ, დმანისიდან 12 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 20 კმ. 397 ათ. მცხ. (2014).
ბ. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს. I ნახ.) თხზულებაში. სოფელს იცნობს გიულდენშტედტი იოჰან|ი. გიულდენშტედტიც.
ბ-ის მახლობლად დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ბოსლების სამების ეკლესია, რ-იც არქიტ. ფორმებითა და ჩუქურთმებით XIII ს. I ნახ. მიეკუთვნება. ორ საფეხურად განლაგებულ ცოკოლზე აღმართულ დარბაზული ტიპის ერთნავიან ეკლესიას ჩრდ-იდან ეკვრის ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ეგვტერი, რ-საც შესასვლელი კარი დას. მხრიდან აქვს, მეორე კარით კი ეკლესიასთან არის დაკავშირებული. ძეგლი დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ ორი (აღმ. და სამხრ.) კედელი. შენობა შიგნით და გარედან შემოსილი იყო მომწვანო ფერის სუფთად გათლილი ქვის პერანგით. ნათდებოდა ხუთი სარკმლის მეშვეობით. შესასვლელი სამხრ-იდანაა. ეკლესიის ფასადები უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული. აღმ. ფასადზე შემორჩენილია აჟურულთაღებიანი სამკუთხა ნიშები, სარკმლებს ჩუქურთმებიანი საპირეები ამკობდა. მოგვიანებით ეკლესია შეულესავთ და მოუხატავთ.
ლიტ.: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941; Ч у б и н а ш в и л и Н. Г., Церовани, Тб., 1976.
ნ. ანდღულაძე