ბოსლეველი (ნამდვ. გვარი მჭედლიძე) ესტატე სიმონის ძე (1854, სოფ. სვირი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 8. V. 1885, ქუთაისი, დაკრძალულია სვირში), პუბლიცისტი, კრიტიკოსი.
სწავლობდა ქუთ. სას. სასწავლებელში, შემდეგ – თბილ. სას. სემინარიაში, რ-იც არ დაუსრულებია. სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვს გაემგზავრა, მაგრამ ხელმოკლეობამ აიძულა ქუთაისში დაბრუნებულიყო, სადაც ჯერ მასწავლებლობდა, შემდეგ კი გაბრიელ ეპისკოპოსის კანცელარიაში მსახურობდა მდივნად. ბ-ის პუბლიც. თუ კრიტ. წერილები, ფელეტონები და სხვ. 1874-იდან იბეჭდებოდა „ივერიასა“ და „დროებაში“. 1882–83 იგი ქუთ. გაზ. „შრომის“ აქტ. თანამშრომელი იყო. კრიტ. მიმოხილვებში ბ. უმთავრესად 80-იანი წწ. ქართ. მწერლობას ეხება, განიხილავს ი. ჭავჭავაძის „განდეგილს“, დ. ერისთავის „სამშობლოს“, გ. ზდანოვიჩის „წერილს ჩვენს საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“ და სხვ. ბ. რეალისტური კრიტ. წარმომადგენელია და მას წარმმართველ როლს აკისრებს ლიტ-რის განვითარების პროცესში. ავტორია „ქუთათური ფელეტონებისა“, რ-ებში აშუქებს ქუთაისის საზ.-კულტ. ცხოვრებას.
კრიტ.-პუბლიც. წერილებში ბ. ეხება ეკონომიკის საკთხებსაც «„იმედი“ და მისი კრიტიკოსი პუბლიცისტები» (გაზ. „შრომა“, 1882, № 27), „კრიტიკული მიმოხილვა“ („შრომა“, 1882, № 48 და 1883, № 1,3), „თვითმმართველობა საზოგადოდ და ქალაქისა კერძოდ“ („ივერია“, 1884, № 3). 80-იანი წწ. დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდა ქართ. პრესის ფურცლებზე ეკონ. და პოლიტ. ურთიერთობის საკითხებზე გამართულ დისკუსიაზე. ამტიკცებდა, რომ ქართვ. ხალხის სოც. და ეროვნ. დამოუკიდებლობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტ. ძალაუფლების მოპოვებით.
თხზ.: ნაწერები, ს. ხუციშვილის გამოც., თბ., 1961.
ლიტ.: მ ა რ გ ი ა ნ ი გ., ბოსლეველი, თბ., 1986; ჩადუნელი ვ., ჟურნ. „იმედის“ პუბლიცისტთა საზოგადოებრივ-ეკონომიკური შეხედულებები, თბ., 1974; ხ უ ნ დ ა ძ ე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტ. 2, ტფ., 1927, გვ. 128–140.
ს. ხუციშვილი
ე. ჩადუნელი