ბოსლევი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების გაღმა ბოსლევისა და გამოღმა ბოსლევის გავრცელებული სახელწოდება.
ბ. წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-იდან. XVII–XVIII სს. წერილობით წყაროებში სოფელი „ბ-ის“ სახელით არის ცნობილი, ხოლო ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ დას. საქართვ. რუკაზე აღნიშნულია სოფ. ბოსლები (მდ. ყვირილის ორივე ნაპირზე).
იქვეა აზნაურის ციხე-დარბაზი, რ-ის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდ. გამოღმა ბ-ში.
თ. ბერაძე