ბოსტანჯიანი მიჰრან მიჰრანის ძე (1913, სოფ. ზემო ეშერა, ახლანდ. სოხუმის მუნიციპალიტეტი, – 1958, გაგრა), საბჭოთა კავშირის გმირი (22. II. 1944). საბჭ. არმიაში მსახურობდა 1935-იდან.
II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადთან, უკრაინაში, ავსტრიაში. 1943 მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. დემობილიზაციის შემდეგ ცხოვრობდა გაგრაში, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი