ბოსტაშვილი დავით (დათუნა), მაჩხაანელი გლეხი, ერეკლე II-ის მიერ გააზნაურებული. 1751 აგრის ბრძოლაში დამარცხებული ერეკლე მდ. ალაზანზე გადასვლის დროს ბ-მა განსაცდელს გადაარჩინა. ხალხმა მასზე ლექსი გამოთქვა. ლექსში მოთხრობილი ამბავი ემთხვევა წერილობით წყაროებს.
წყარო: დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია. – ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941.
დ. მეგრელაძე