ბოსტნის წალიკა (Polygonum persicaria), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს 20–80 სმ სიმაღლის სწორი ან წამოწეული, დატოტვილი, ზოგჯერ მარტივი ღერო, ლანცეტა ან ხაზურ-ლანცეტა, გრძლად წაწვეტებული, თითქმის მჯდომიარე ფოთლები და მტევნისებრ ყვავილებად შეკრებილი ვარდისფერი ან მოთეთრო ყვავილები.
იზრდება რუსა და მდინარის ნაპირებზე, ტენიან და რუდერალურ ადგილებში საქართ. ყველა რ-ნში. მიწისზედა ნაწილები შეიცავს ტანინს (1,5%), ეთეროვან ზეთს (0,05%), პექტინოვან ნივთიერებებს (5,4%) და სხვ. ხალხ. მედიცინაში იხმარება ბუასილის სამკურნალოდ, შარდმდენ საშუალებად. ფესვისაგან იღებენ ყვითელ საღებავს. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
ლ. ხინთიბიძე