ბოტანიკის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, ნ. კეცხოველის სახელობისა, ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, შეიქმნა 1933 თბილ. ბოტან. ბაღის განყ-ბებისა და ლაბორატორიების ბაზაზე. ინ-ტის ძირითადი განყ-ბებია: მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრ., სპოროვან მცენარეთა, ჰერბარიუმის, გეობოტან., კულტ. ფლორის, მცენარეთა ეკოლ., მცენარეთა ფიზიოლ., მიკრობიოლოგიის. ინ-ტს აქვს აგრეთვე რამდენიმე ექსპერ. ბაზა: მაღალმთის ბოტან. ბაღი (ბაკურიანში), მაღალმთის ეკოლ. სადგური (ყაზბეგში), მაღალმთის სამდელოსნო სტაციონარი (ჯავის რ-ნის სოფ. ერმანში) და სხვ.
ინ-ტის სამეცნ.-კვლ. მუშაობის უმთავრესი მიმართულებებია: საქართვ. მცენარეული სამყაროს, სტრუქტურული ბოტან. საკითხების, მაღალმთიანეთის ეკოსისტემების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის, მცენარეთა ფიზიოლ. პრობლემების (ძირითადად მცენარეთა გამძლეობისა და პროდუქტიულობის ბიოქიმ.-ფიზიოლ. საფუძვლების) შესწავლა; მიკროორგანიზმთა ბიოქიმ. და ფიზიოლ. პრობლემების კვლევა.
ინ-ტის მეცნ. კვლევის შედეგებს, გარდა თეორიულისა, დიდი პრაქტ. მნიშვნელობა აქვს – ქმნის საქართვ. მცენარეული რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების მეცნ. საფუძველს.
ინ-ტში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ გამოჩენილი მეცნიერები: სოსნოვსკი დიმიტრი|დ. სოსნოვსკი, ნ. კეცხოველი, ვ. მენაბდე, ლ. ჯაფარიძე, ლ. კემულარია-ნათაძე, ა. მაყაშვილი, ი. თუმაჯანოვი, ა. ხარაძე, მ. სახოკია, შ. ნახუცრიშვილი, ე. მაკარევსკაია, თ. სულაკაძე და სხვ.
ინ-ტს აქვს დასწრებული და დაუსწრებელი ასპრანტურა. ინ-ტთან არსებობს ბოტან. და მცენარეთა ფიზიოლ. სპეციალობებით სადოქტორო დისერტაციების დაცვის ამიერკავკ. რეგიონალური სამეცნ. საბჭო. გამოაქვეყნა „საქართველოს ფლორის“ რვატომეული (1941–52; 1971-იდან გამოდის მე-2 გამოცემა, გამოქვეყნდა 11 ტომი), „საქართველოს მცენარეების სარკვევის“ ორტომეული (1964–69), მთელი რიგი მონოგრაფიები, მცენარეულობის რუკები. გამოქვეყნებულია აგრეთვე უმდაბლეს და უმაღლეს მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფის სარკვევები. მზადდება „საქართველოს მცენარეულობის“ ხუთტომეული და სხვ.
ინ-ტის ძირითადი პერიოდული გამოცემებია „შრომები“ (გამოდის 1934-იდან) და „მცენარეთა სისტემატიკის და გეოგრაფიის ნარკვევები“ (გამოდის 1938-იდან).