ბოტკოველი ნანა ვლადიმერის ასული (27. VIII. 1938, თელავი, – 24. XI. 2001, თბილისი), კერამიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1975).
1964 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (პედაგოგები დ. ციციშვილი, რ. იაშვილი, ს. ქობულაძე, შ. მიქატაზე, ა. ფიცხელაური). 1964 – 74 არქეოლ. ექსპედიციებში იყო მხატვრად.
1965-იდან მონაწილეობდა რესპ., და საერთაშ. (იტალია, საფრანგეთი, გერმანია, შვეცია, პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ფინეთი, იუგოსლავია) გამოფენებში.
ბ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ხაზგასმული დეკორატიულობა. შესრულებული აქვს კედლის პანოს, ინტერიერის კომპლ. გაფორმების ესკიზები. მთავარი მაინც კერამ. ჭურჭელია. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „თამარი“, კათხა (თიხა, ჭიქური, 1966), „კახეთი“, დეკორ დოქი (თიხა, ჭიქური, 1968), „ცხრა ძმა ხერხეულიძე“, მარანი (თიხა, ტერაკოტა, 1981) და სხვ.