ბოუდა (Bouda) კარლ (10. II. 1901, ჰამბურგი, – 31. VII. 1979, ნიურნბერგი), გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი. ერლანგენის (გერმანია) უნ-ტის პროფესორი (1952).
შრომები აქვს მთის იბერიულ-კავკ. ენათა (აბაზური, აფხაზური, ადიღეური, უბიხური, ხუნძური, თაბასარანული, ლაკური, ხინალუღური, უდიური) შესახებ. გამოსცა ხუნძური ტექსტები (1932). აღსანიშნავია ბ-ს ცდა – ლექსიკურ მასალაზე დაყრდნობით გამოევლინა იბერიულ-კავკ. ენათა კავშირი (გენეტიკური თუ სტრუქტურულ-ტიპოლოგიური) ბასკურთან, ჩინ., ტიბეტურ, ფინ.-უნგრ. და პალეოაზიურ ენებთან. შედარებისას ფართოდ იყენებდა როგორც მთის იბერიულ-კავკ. ენათა, ისე ქართველურ ენათა მასალას.
თხზ.: Beiträge zur Kaukasischen und sibirischen Sprachwissenschaft, [Bd.] 3, Lpz., 1939 (Abhandlungen für die Kunde des Morgenlandes, XXIV, 1); Baskisch und Kaukasisch, «Zeitschrift für Phonetik und allgemeine Sprachwissenschaft», 1948, H. 3–6; Baskisch-kaukasische Etymologien, Hdlb., 1949.
ლიტ.: გ უ დ ა ვ ა ტ., [რეც.]: B o u d a K., Introducción a la linguistica Caucásica («Acta Salmanticensia. Filosofia y Letras», 1960, t. 15, № 1), «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება», 1966, ტ. 15.
გ. თოფურია