ბებუთოვი (ბებუთაშვილი) დავით გრიგოლის ძე

ბებუთოვი (ბებუთაშვილი) დავით გრიგოლის ძე (12. XII. 1855 თბილისი, – 1931, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914), 1872-იდან მსახურობდა ჯარში. მონაწილეობდა რუს.- ოსმ. ომში (1877–78). 1913–15 მეთაურობდა ტვერის მე-16 დრაგუნთა პოლკს, გენ.-მაიორის წოდება მიენიჭა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით.

დაკრძალულია თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.

ლ.დოლიძე