ბერაძე ივა ნიკოლოზის ძე

ბერაძე ივა ნიკოლოზის ძე (დ. 28. IX. 1940, თბილისი), ოფთალმოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1988). საქართვ. სამედ. ბიოლ. მეცნ. აკად. წევრი (1994); სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002); რესპ. მთავარი ოფთალმოლოგი (1980‒2003).

1964 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. შემდეგ მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტში თვალის სნეულებათა კათედრაზე. 1983 – 87 იყო ამავე კათედრის პროფესორი, 1987‒2007 ‒ გამგე. 1991‒2003 მუშაობდა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორად. 1995‒2005 იყო პოსტდიპლომური განათლების სახელმწ. სამედ. აკადემიის პრორექტორი სამეცნ. დარგში; 2005‒07 აკადემიის მაგისტრატურა - დოქტორანტურის დეპარტამენტის თავ-რე.

2004-იდან დღემდე დ. აღმაშენებლის სახ. უნ-ტის ოფთალმოლოგიის კათედრის გამგეა. არის ნიუ-ჰოსპიტალის პროფესორ-კონსულტანტი. ბ. მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, რ-იც ეხება თვალისა და თვალ-ბუდის ოფთალმოონკოლოგიას, თვალის ტრავმის საკითხებს და სხვ.

თხზ.: Стереокаротидная ангиография в диагностике новообразования орбиты, М., 1978; Современное состояние вопроса диагностики патологии орбиты при одностороннем экзофтальме, Тб., 1978.