ბერაძე ნიკოლოზ ივანეს ძე

ბერაძე ნიკოლოზ ივანეს ძე (6. VI. 1905, სამტრედია, ‒ 20. V. 1980, თბილისი), ოფთალმოლოგი. მედ. მეცნ. კანდიდატი (1945), დოცენტი (1949).

1929 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1950 – 54 იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის დეკანი, 1960–71 ‒ ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე, 1960–70 ‒ საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ოფთალმოლოგი, 1964–74 ოფთალმოლოგთა რესპ. სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. წლების მანძილზე იყო ქართული ენციკლოპედიის მედ. რედაქციის ოფთალმოლოგიის სექციის თავ-რე. ბ. შეისწავლიდა გლაუკომის პროფილაქტ., ნეიროოფთალმოლოგიის, საწარმოო ტრავმების პროფილაქტიკის, აგრეთვე კატარაქტის ქირურგ. მკურნალობაში დაბალი ტემპ-რის გამოყენების საკითხებს და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: გიორგი ტარსაიძე, თბ., 1957 (თანაავტ. ლ. ჩიქოვანი); თვალშიდა უცხო სხეულები, თბ., 1960 (თანაავტ. ლ. ჩიქოვანი); თვალის დაავადებები. სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის, თბ., 1987 (თანაავტ. ლ. ჩიქოვანი).