ბოქაულთუხუცესი, საპოლიციო-ადმ. აპარატის მაღალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. წყაროებში მოიხსენიება XVI ს-იდან როგორც საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი. XVII ს-იდან ქართლის სამეფოში ბ. ეშიკაღასბაშის მოადგილე იყო.
სახელწ. „ბ.“ წარმოდგება „ბოქაულიდან“ (თურქ.-მონღ. ბუქავულ – მნე). ბ-ს ევალებოდა სამეფო ხელისუფლების სხვადასხვა ხასიათის ბრძანებისა და განკარგულების შესრულება, განაჩენის აღსრულება, წესრიგის დაცვა და სხვ.; მსგავს საქმიანობას ეწეოდა ბოქაულიც, რ-საც ხელჯოხიანი ერქვა (იხ. არგნოსანი). ვახტანგ მეფის დასტურლამალით ერთდროულად რამდენიმე ბ-ის არსებობა დასტურდება.
ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, გვ. 187–189; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1952, გვ. 265–270.