ბოღაური

ბოღაური, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის თემში (აჭარის არ), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ-ების ღორჯომისწყლისა და ნაფლატისწყლის (აჭარისწყლის აუზი) შესართავთან. ზ. დ. 1280 მ, ხულოდან 15 კმ. 158 მცხ. (2014).