ბოყვა

ბოყვა, სოფელი ონის მუნიციპალიტეტის კვაშხიეთის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ხეორის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1200 მ, ონიდან 15 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რიცხოვნობა არ აღემატება 10 კაცს.

სოფელში იდგა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XV–XVI სს. ერთნავიანი ეკლესია, მის დას. და სამხრ. ფასადების წყობაში ჩატანებული იყო X ს. რელიეფები (სტელა, ფილა სიცოცხლის ხის გამოსახულებით, კანკელის სვეტების ორი კაპიტელი). ძეგლი დაინგრა 1991 წ. 29 აპრ. მიწისძვრის შედეგად.