ბერების სერი

ბერების სერი, უდაბნონი, VI – VIII სს. გამოქვაბულთა კომპლექსი. ბერთა თავშესაფარი ივრის ნაპირას, სიღნაღის მუნიციპ-ის სოფ. ზემო მაღაროს სამხრ.-დას-ით, დავითგარეჯის მრავალმთის უდაბნო-მონასტრების განშტოება. ბ. ს. შეიცავს სამ დამოუკიდებელ, კლდეში გამოკვეთილ ბერთა საერთო საცხოვრ. უდაბნოს. ბერთა განცალკევებული ქვაბები განლაგებულია როგორც ერთ-, ისე მრავალსართულიან კომპლექსებად.

ბ. ს-ის სავანეში არის გუმბათოვანი, ბაზილიკური და დარბაზული ეკლესიები, მომსახურე ბერებისათვის განკუთვნილი ცალკეული ქვაბებითურთ. ეკლესიები და ქვაბები შემკულია ნახევარწრიული და შეისრული თაღებით, კლდეზე ამოკვეთილი ჯვრის გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით.

შემორჩენილია ფრესკული მოხატულობის ფრაგმენტები ქართული წარწერებით.

გ. გაფრინდაშვილი