ბოყო

ბოყო, ხეობური მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ჭანჭახის (მდ. რიონის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიგრძე 4,9 კმ, ფართ. 5,0 კმ². მყინვარის ენა ეშვება 2450 მ სიმაღლემდე. მისი ზედა ნაწილი შეზრდილია მყინვარ ყარაუგომის (კავკასიონის ჩრდ. კალთა ) ფირნის ველთან.