ბოჩი, ქართველთა ძვ. წარმართული ღვთაება, „ქართველთა კერპი“. მითის მიხედვით, მას ჰქონდა შვიდი ხელი და კავკასიონის შვიდ ქედზე ბატონობდა.
ბ. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმიდელთან (X–XI სს.) გვხვდება. ივ. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას–ვაცს) უკავშირდება და ნადირთა მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი, ბ. მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახ. ეთნოგრ. მასალის მიხედვით, ბ. მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.
ლიტ.: რ უ ხ ა ძ ე ჯ., ხალხური აგროკულტურა დასავლეთ საქართველოში, თბ., 1976; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1); Б а р д а в е л и д з е В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957.
ჯ. რუხაძე