ბოცვაძე ეთერ შალვას ასული (27. I. 1927, სამტრედია, – 13. IX. 2013, თბილისი), ინფექციონისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1972), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987).
1948 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი. 1952-იდან მუშაობდა თბილ. სამედ. ინ-ტის ინფექციურ დაავადებათა კათედრაზე, 1972–80 იყო ამ კათედრის პროფესორი, 1980–99 – გამგე. იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ინფექციონისტი, 1980-იდან – ინფექციონისტთა თბილისის სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. 1989 მისი ინიციატივით შეიქმნა ვირუსული ჰეპატიტების რესპ. ცენტრი, რ-საც თვითონვე ხელმძღვანელობდა.
ბ. შეისწავლიდა ვირუსული ჰეპატიტის პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, აგრეთვე მენინგოკოკური ინფექციისა და სხვა ბაქტერიული და ვირუსული ნეიროინფექციების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საკითხებს. 1990 სახელმძღვანელოსათვის „ინფექციური დაავადებები“ (1987) მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია.
1994 აირჩიეს საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის წევრად.
თხზ.: ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა ნაწლავთა დიზენტერიის დროს, თბ., 1957; ეპიდემიური ჰეპატიტის კლინიკისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საკითხები, თბ., 1964; Вирусный гепатит и микроелементы, Тб., 1974.