ბოცვაძე (ქალიშვილობის გვარი – ბაქრაძე) ნინო იოსების ასული (1883–1971), პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1944).
1904 თბილ. ქალთა I გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგში, ციურიხში. 1908 თბილისში დაბრუნდა და დაიწყო მოღვაწეობა პედ. ასპარეზზე მეუღლესთან, ლ. ბოცვაძესთან ერთად (ქართ. ენის მასწავლებლად ვაჟთა ქართ. გიმნაზიაში, რეალურ სასწავლებელში).
1927 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა თბილ. მე-14, 43-ე, 54-ე საშ. სკოლებში, სოფ. ბიწმენდში (მცხეთის რ-ნი, სკოლა დღეს მისი სახელობისაა) და სხვ. დასთან, ე. ბურჯანაძესთან ერთად ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე შეადგინა საშ. სკოლის დაწყ. კლასების ქართ. ენის სახელმძღვანელო (1944).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ვ., ნინო ბოცვაძე, თბ., 1989.
ა. სამადაშვილი