ბოცოსძენი

ბოცოსძენი, სამცხის დიდგვაროვან ფეოდალთა სახლი (საგვარეულო), ჯაყელთა განშტოება.

მათი სამფლობელო მდებარეობდა ფოცხოვის ხეობაში, საგვარეულო მონასტერში – ალში.

საგვარეულოს ფუძემდებელი იყო XII ს. მიწურულის სამცხის ერისთავთერისთავი და სპასალარი ბოცო ჯაყელი. ბ. მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ XIII–XIV სს. სამცხის სოც.-ეკონ. და პოლიტ. ცხოვრებაში. ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა არაერთი გამოჩენილი პოლიტ. მოღვაწე და სარდალი. XII ს. მიწურულს ბოცო ჯაყელმა დაკარგა სამცხის ერისთავთერისთავობა და სპასალარობა თამარ მეფის წინააღმდეგ დიდგვარიანთა აჯანყებაში მონაწილეობის გამო. ამის შემდეგ ერისთავთერისთავობა ჯაყელთა მეორე შტოს – ციხისჯვარელების ხელში გადავიდა, მაგრამ ბ. შემდეგაც არ ჩამოშორებიან პოლიტ. ასპარეზს. ბოცო ჯაყელის ვაჟს ბოცოსძე ბოცოს თამარმა ჩუხჩარხობა უბოძა.

XVI ს-ში შედგენილი სამცხის ფეოდალთა სიიდან ჩანს, რომ ბ-თა საგვარეულო იმ დროს აღარ არსებობდა, მათი საფეოდალო ოლადასშვილთა ხელში იყო გადასული.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, იქვე; მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI – XVII სს.), თბ., 1962; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XIII–XV სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1982.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

ნ. შოშიაშვილი