ბოჭორიშვილი გიორგი ბაგრატის ძე [3 (16). VI. 1919, ტყიბული, – 25. XI. 2011, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1956), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).
1941 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. 1941–42 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1960– 74 თბილ. სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის პროფესორი იყო, 1974–81 – ზოგადი ქირურგ. კათედრის გამგე, 1981-იდან იყო სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის № 1 კათედრის პროფესორი.
გამოიკვლია ცენტრ. ნერვული სისტემის როლი ძვლის ქსოვილის რეგენერაციაში, ერთ-ერთმა პირველმა დანერგა საქართველოში თრომბოემბოლიური დაავადების აქტ. მკურნალობის მეთოდი. შეისწავლა მუცლის ღრუსა და სისხლძარღვთა ქირურგიის, დამწვრობისა და მოტეხილობის მკურნალობის, ქირურგ. გერიატრიისა და ქირურგ. ავადმყოფთა დიაბეტის საკითხები.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები.
თხზ.: მუცლის ღრუს ქირურგია, თბ., 1968; ხანშიშესულ და მოხუცთა მწვავე მუცელი, თბ., 1975; კერძო ქირურგია, თბ., 1980; ზოგადი ქირურგია, თბ., 1984; Влияние Центральной нервной системы на регенерацию костной ткани, Тб., 1958.