ბოჭორიშვილი ლუბა ილიას ასული (17. IX. 1914, სოფ. ბუშეტი, ახლანდ. თელავის მუნიციპ., – 23. VII. 1952, თბილისი), ეთნოგრაფი.
1935 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1939 – სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის ასპირანტურა და მუშაობა დაიწყო ენის, ისტ. და მატერ. კულტურის ინ-ტის ეთნოგრ. განყ-ბაში. ნაშრომში „ქართული კერამიკა“ (I, 1949) ბ-მა წამოაყენა დებულება ქართ. ხალხ. კერამიკის ტიპოლოგიური ერთიანობისა და მისი ძვ. ქართ. მეთუნეობის კულტურიდან მომდინარეობის შესახებ; დაადგინა ამ კულტ. უშუალო კავშირი ჩრდ. კავკ. და წინა აზიის ანალოგიურ კულტურებთან.
აღსანიშნავია ბ-ის წვლილი ქართ. ხალხური კოსტიუმისა და ხალხ. ოქრომჭედლობის შესწავლაში, ქართვ. ხალხის სამეურნეო ყოფისა და ისტ.-ეთნოგრ. პრობლემების კვლევაში.
თხზ.: კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), «ანალები», 1947, [ტ.] 1; მასალები კახეთის ქალაქების ოქრომჭედლობის შესახებ, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1956, ტ. 8.
თ. ოჩიაური