ბოჭორიძე გიორგი თადეოზის ძე (20. VIII. 1884, სოფ. ნაციხარი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპ., – 1939), ისტორიკოსი.
სწავლობდა თბილ. სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს 1905 რევ. გამოსვლებში მონაწილეობისათვის. 1922 დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი. 1921, ჯერ კიდევ სტუდენტმა, მუშაობა დაიწყო საქართვ. ცენტრ. არქივში, შემდეგ საქართვ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1923–26 ქართლ-კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ისტ. ნივთებისა და საარქივო მასალის მდიდარ კოლექციას მოუყარა თავი და თბილ. და ქუთ. საცავებს გადასცა მრავალი ხელნაწერი. განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ მიკვლეული ჯვარისის (რაჭა) ეპიგრაფიკული ძეგლი და თაბორის ოთხთავი (XI ს.).
ბ-ს გამოქვეყნებული აქვს არქეოგრაფიული ნაშრომები; „ორი ფიქალ-წერილი“ („საისტორიო მოამბე“, 1925, წგ. I), „ფურცელაანთეული ქრონიკა“ (იქვე).
თხზ.: მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992; თუშეთი. ეთნოგრ.-ისტ. მასალები, თბ., 1993; რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994.
ლ. ფრუიძე