ბოჭორიძე მიხეილ (მიხო) ზაქარიას ძე (2. VI. 1873, თელავი, – 31. VIII. 1913, ეკატერინოდარი), რევოლუციური მოძრაობის მონაწილე ამიერკავკასიაში.
1890–1900 ამიერკავკასიის რკინიგზის თბილ. მთავარ სახელოსნოებში მუშაობდა მჭედლად. 1893 შევიდა მუშათა ს.-დ. წრეში. 1897–1903 იყო რსდმპ თბილ., 1903 მარტიდან – რსდმპ კავკ. კავშირის კომიტეტის წევრი, 1898–1904 – თბილ. მუშათა გაფიცვების მოწყობისა და ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ხელმძღვანელობდა ავლაბრის არალეგალურ სტამბას. 1905 დეკ. შეიარაღებული აჯანყების დროს თბილისში ხელმძღვანელობდა მუშათა შეიარაღებული რაზმების ბრძოლას. რევ. მოღვაწეობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. უკანასკნელად დააპატიმრეს 1906 წ. 15 აპრილს; 27 ოქტ. ციხიდან გაიქცა და არალეგალურ პარტ. მუშაობას განაგრძობდა თბილისში, ბაქოში, პეტერბურგსა და სტავროპოლის გუბერნიაში.
ზ. გეგეშიძე