ბოჭორმა

ბოჭორმა, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), გომბორის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. ივრის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1020 მ, თიანეთიდან 40 კმ. 105 მცხ. (2014).

თანამედროვე ბ-იდან 2 კმ-ზე, ჩრდ.-აღმ-ით, გომბორის ქედზე მდებარეობდა ისტ. კახეთის ერთ-ერთი (ვახუშტის მიხედვით, უძველესი) ცენტრი ბოჭორმა (იხ. ბოჭორმის ციხე).