ბოხმეჭა

ბოხმეჭა (Anguis fragilis), უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს, ზურგი მურა-ყვითელი აქვს, მუცელი – შავი.

გავრცელებულია მთელ საქართველოში, ძირითადად ტყის ზონაში, სადაც ადის ზ. დ. 2300 მ-მდე. ბინადრობს ფერდობებზე, ტყის მდელოებზე, მთის ველებზე. იმალება ტყის საფენში, დამპალ კუნძებში, ქვების ქვეშ. იზამთრებს 80 სმ-ის სიღრმეზე ხემცენარეების ფესვებქვეშ ან მღრღნელთა სოროებში, სადაც ზოგჯერ მრავლად იყრიან თავს. აგვ.-სექტ-ში შობს 26-მდე ნაშიერს. იკვებება უხერხემლოებით (მწერებით, მრავალფეხიანებით, ლოკოკინებით). ანადგურებს სოფ. მეურნ. მავნებლებს.

თ. მუსხელიშვილი