ბოხუა თამაზ აპოლონის ძე (დ. 14. VII. 1937, თბილისი), მეცნიერი გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1993). საინჟინრო აკადემიასთან არსებული ტექ. მეცნ. ისტორიის კვლევის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი (1991-იდან).
მისი შრომები ეხება ჰიდროტექ. ნაგებობათა, და კერძოდ, ბეტონის მაღლივი თაღური კაშხლების სეისმომედეგობისა და საიმედოობის აქტუალურ საკითხებს. მოღვაწეობს აგრეთვე სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის ჟანრში.
თხზ.: მოთხრობები მექანიკაზე, თბ., 1993; Некоторые задачи динамики упругиз пространственных систем с распределëнными параметрами, Тб., 1986.