ბოხუა მერაბ რაჟდენის ძე (დ. 18. V. 1949, გუდაუთა), კარდიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1992). სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1989).
1973 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. 1973–95 მუშაობდა თერაპიის სამეცნ.-კლვ. ინ-ტის ინფარქტის განყ-ბაში წამყვან მეცნ. თანამშრომლად. 1995–2012 – სამკურნ.-დიაგნოსტიკური ცენტრის კარდიოლ. განყ-ბის ხელმძღვანელია. 2012-იდან ხელმძღვანელობს დაწესებულებას „კლინიკა მცხეთის ქუჩაზე“.
შეისწავლის სხვადასხვა მედიკამენტური საშუალების ფარმაკოდინამიკას გულის რიტმის დარღვევის, არტერიული ჰიპერტენზიის, მიოკარდ ინფარქტის და სხვ. კარდიოლოგ. დაავადებების დროს. ბ.-ს მიერ შესწავლილი და გამოყენებულია ლაზეროთერაპიის ეფექტურობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვადასხვა პათოლოგის სამკურნალოდ. ბ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 2 მონოგრაფია და 50 გამოგონებაა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. მ. შ. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (1995), ღირსების ორდენი (2001).
თხზ.: Лечение ишемической болезни сердца гелий-неоновым лазером, Тб., 1993 (თანაავტ.).