ბოხუა ნოდარ კაზიმირის ძე (27. XII. 1941, სოხუმი, – 24. III. 1995, თბილისი), ქირურგ-ანგიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1985), საქართვ. მთავარი ანგიოლოგი (1982). საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკადემიის წევრი (1994).
1964 დაამთავრა ორენბურგის სამედ. ინ-ტი. 1982-იდან თბილისში განაგებდა სისხლძარღვთა ქირურგიის რესპ. ცენტრს, ერთდროულად 1988–90 იყო სსრკ-არაბეთის ერთობლივი წარმოების სამეცნ.-პრაქტ. და სასწავლო ცენტრის „ანგიოს“ გენერალური დირექტორი.
შექმნა ახ. მიმართულება კლინიკურ ანგიოლოგიაში. სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია იტალ. გულ-სისხლძარღვთა ასოციაციის ოქროს მედლით. 6 გამოგონებისა და მრავალი რაციონალური წინადადების ავტორია. შეისწავლიდა გულის იშემიური დაავადების, ვაზორენალური ჰიპერტონიის, მაობლიტირებელი ენდარტერიიტის, მამაკაცთა სისხლძარღვოვანი იმპოტენციის, რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის საკითხებს. დანერგა სისხლძარღვთა შუნტირების მრავალი ოპერაცია და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მამაკაცთა არტერიული იმპოტენციის დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა, «საბჭოთა მედიცინა», 1989, № 4; Пластика шейного отдела пищевода свободным трансплантатом тонкой кишки, «Вестник хирургии», 1989, № 5; Гемодинамические исследования в экспериментальной ангиологии, М., 1990.