ბოხჩა

ბოხჩა, ოთხკუთხა, ხშირად სარჩულიანი ქსოვილის დიდი ნაჭერი, რ-საც ტანისამოსისა და თეთრეულის შესაფუთავად ხმარობდნენ. ბ-ს კერავდნენ სახიანი ან სადა ქსოვილისაგან (აბრეშუმი, ფარჩა, ატლასი, ჩითი, ქირმანშალი, ყალამქარი და სხვ.). ცნობილი იყო აგრეთვე აბანოს ბ. (თეთრეულის შესახვევი), ჯიბის ბ. (კონვერტის მსგავსი, ჯიბით სატარებელი) და სხვ.