ბჟედუხი

ბჟედუხი, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 4373 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კოშკებად ასვეტილი, თოვლით დაფარული ციცაბო კლდეები მწვერვალს ძნელად ასასვლელს ხდის. ასვლა მოსახერხებელია ჩრდ. მხრიდან – ადილსუს ხეობიდან კაშკატაშის მყივნარით, ხოლო სამხრ-იდან – ჭალაათისა და ლეხზირის მყინვარებიდან.

კ. ჯავრიშვილი