ბჟიკიანი ფერდინანდ პავლეს ძე [1 (14). I. 1905, ყარსი, – 6. IX. 1969, დუბნა, მოსკ. ოლქი, დაკრძალულია თბილისში], სომეხი რეჟისორი და მსახიობი.
საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1950), სომხ. სახ. არტისტი (1964). მუშაობა დაიწყო 1921 როსტოვის ნახიჩევანის სომხ. თეატრ. დასში. სწავლობდა იქვე რუს. დრამ. სტუდიაში. 1924-იდან მუშაობდა ხარკოვში ხელოვნ. მუშაკთა სომხ. დასში. 1933 ხარკოვში დაამთავრა სარეჟისორო კურსები და იმავე წელს სათავეში ჩაუდგა იქვე ახლად დაარსებულ სომხ. დასს. 1936-იდან თბილ. სომხ. დრამ. თეატრში მუშაობდა რეჟისორად და მსახიობად. 1948–64 იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი. მნიშვნელოვანი დადგმები: ნ. გოგოლის „ქორწინება“, მ. ლერმონტოვის „მასკარადი“, უ. შექსპირის „ოტელო“, გ. სუნდუკიანის „ხათაბალა“, „პეპო“, ა. შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“, „ნამუსი“, ა. პარონიანის „ძია ბაღდასარი“, ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“ და სხვ. როლები: სგანარელი (მოლიერის „დონ ჟუანი“), ძია ბაღდასარი, ოქსენი (ა. პარონიანის „ძია ბაღდასარი“), მესაათე (ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“), ნეზნამოვი, შმაგა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
შ. ცუცქირიძე