ბჟინევი, სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის ითხვისის თემში (იმერეთის რეგიონი), ჭიათურის პლატოზე, მდ-ების ყვირილასა და ფრონეს შორის. ზ. დ. 800 მ, ჭიათურიდან 15 კმ. 518 მცხ. (2014).
ბ. აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.). აქვეა აღნიშნული აბდუშელიშვილების ციხე-დარბაზი. შემორჩენილია ამ ციხის ნანგრევები. სოფელს იცნობს გერმ. მოგზაური ი. გიულდენშტედტიც (XVIII ს.).