Twitter
Facebook
Whatsapp
ბჟოლისხევი, მდინარე დას. საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 27,5 კმ, აუზის ფართ. 123 კმ². სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშ. წლ. ხარჯი 2,5 მ³/წმ.