ბჟუჟი

ბჟუჟი, მდინარე დას. საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდ. ნატანების მარცხ. შენაკადი. სიგრძე 32 კმ, აუზის ფართ. 259 კმ². სათავე აქვს ხინოს მთის ჩრდ. კალთაზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშ. წლ. ხარჯი 14,3 მ³/წმ. ბ-ის მთავარი შენაკადებია კოლოვა და აჭისწყალი.

ბ-ზე აგებულია ჰესი.