ბრაიდენბახი (Breidenbach) ბერნარდ ფონ (გ. 5. V. 1497), გერმანელი სასულიერო მოღვაწე. 1483–84 იმოგზაურა პალესტინასა და სინის მთაზე. მოგზაურობის დღიურების წერა და ჩანახატების გაკეთება მიანდო უტრეხტელ მხატვარს ერჰარდ რევიხს. დღიურების საფუძველზე შეიქმნა წიგნი, რ-შიც მოცემულია იმდროინდელ პალესტინაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის, მ. შ. ქართველების, ჩაცმულობა, ზნე-ჩვეულებანი, ენა, დამწერლობა და ისტ. წარსული. წიგნს ერთვის მრავალრიცხოვანი დიაგრამები, რუკები და სურათები.
თხზ.: Peregrinatio in Terram Sanctam, Mainz, 1486.
ლიტ.: მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., ბერნარდ ფონ ბრაიდენბახი პალესტინაში მყოფი ქართველების შესახებ, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1975, № 3, გვ. 74–79.
ე. მამისთვალიშვილი