ბრანჯები, ასე იწოდება „ნინოს ცხოვრებაში“ საფრანგეთის ძვ. მოსახლეობა–გალები და მცირე აზიაში მოსახლე მათი თანატომელი – გალატიელები.
„ნინოს ცხოვრებაში“ არსებული ცნობით, წმ. ნინოს მამამ ზაბილონმა მონათლა პიტალანის ველზე (იგივე კატალაუნის ველი, ჩრდ.-აღმ. საფრანგეთში) მცხოვრები ბ., ხოლო ქართლის სამეფო კარის მიერ ქრისტიანობის აღიარების შემდეგ, ქართლის ეკლესიის „დასამყარებლად“ რომის იმპერიიდან გამოგზავნეს ბრანჯი (გალატიელი) მთავარდიაკონი. „ნინოს ცხოვრებაში“ არსებული ცნობები ბ-ის – გალების შესახებ მნიშვნელოვანია საფრან-გეთის ძვ. ისტორიისათვის.
ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ბრანჯთა ამბავი წმინდა ნინოს „ცხოვრებაში“, «მნათობი»,1986, № 9; მისივე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991.
ვ. გოილაძე