ბრატმანი

ბრატმანი, ბარტომი, მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით ქართლის მე-8, ხოლო ლეონტი მროველის მიხედვით მე-7 მეფე; წყაროები მას მიაწერენ მცხეთის გალავნის და ქართლის ციხესიმაგრეთა გამაგრებას. არსებობს მოსაზრება (პ. ინგოროყვა, გ. მელიქიშვილი), რომ ბ. არის რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის „რომის ისტორიაში“ ძვ. წ. 36 ამბებთან დაკავშირებით მოხსენიებული ფარნავაზი (იხ. ფარნავაზ II).

ლიტ.: М е л и к и ш в и л и  Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

გ. მელიქიშვილი