ბრეგაძე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (29. III. 1901, ქუთაისი, – 10. V. 1978, თბილისი), ფიზიოლოგი. პირველი ქართველი ზოოფსიქოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1954), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1972).
დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლოგიის ფაკ-ტი (1921). 1937 საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიოლ. ინ-ტში შექმნა ცხოველთა ქცევის განყ-ბა, რ-საც ხელმძღვანელობდა 1952-მდე. 1960–78 ხელმძღვანელობდა თსუ-ის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლ. კათედრას. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა უმაღლესი ნერვული მოქმედების განყ-ბები ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვის ინ-ტში (1931), ჯანსახკომთან არსებულ დედათა და ბავშვთა დაცვის ინ-ტში (1933), ფიზიოლ. ლაბორატორია–მ. წინამძღვრიშვილის სახ. კლინიკური და ექსპერ. კარდიოლოგიის ინ-ტში (1951).
1926–78 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში, თბილ. და ქუთ. პედ. ინ-ტებში, თბილ. ფიზკულტურის და ზოოვეტ. ინ-ტებში.
საფუძველი ჩაუყარა და ხელმძღვანელობდა (1971 – 78) უმაღლესი სასწავლებლების ფიზიოლოგთა სამეცნ. კონფერენციებს. იკვლევდა უმაღლეს ნერვულ მოქმედებას.
დაადგინა დიდი ტვინის შუბლისა და კეფის წილთა ფუნქციები ცხოველთა ინდივიდ. ქცევაში, ინდივიდ. რეფლექსიის ბიოლ. მნიშვნელობა, მისი გარდაქმნის ბუნება, პირობითი რეფლექსიის ჩაქრობა შეუღლებით. ი. ბერიტაშვილთან ერად შეისწავლა კომპლ. გამღიზიანებლის ქერქული მექანიზმი, ჩამოაყალიბა მოძღვრება დიდი ტვინის ქერქის გამაერთიანებელი მოქმედების შესახებ. სამხ. მიზნებისათვის შეისწავლა დარტყმითი ტალღების გავლენა ფსიქონერვულ ქცევაზე. ავტორია ყოფ. სსრკ-ში პირველი ნეიროეთოლოგიური გამოკვლევისა.
აკად. ი. ბერიტაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1937). დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის მედლით (1974, 1976).