ბასილი ბაგრატის ძე, XI ს. ნახ. საეკლესიო მოღვაწე, მწერალი.
მასზე ძუნწი ბიოგრ. ცნობები მოგვეპოვება: იყო ბაგრატ III-ის ძე; მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში, სადაც, გიორგი მცირე|გიორგი მცირის გადმოცემით, მას ლოცვა-კურთხევის მისაღებად წარუდგინეს 10 წლის გიორგი მთაწმიდელი. ბ. ბ. ძ-ს ეკუთვნის ექვთიმე მთაწმიდლისადმი მიძღვნილი საგალობელი კიდურწერილობით: „ღმერთშემოსილსა ევთიმის გლახაკი ბასილი შეამკობს“, რ-იც შემონახულია 1074 გადაწერილ ათონის კრებულში (ხელნაწ. ინ-ტი, A-558). ანტონ I და იოანე ბატონიშვილი მას ახასიათებენ როგორც ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში განსწავლულ მწიგნობარსა და მთარგმნელს.
წყარო და ლიტ.: გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმიდელისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ე., ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის ისტორიისათვის XI საუკუნეში, «ა. ს. პუშკინის სახ. თბილისის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1952, ტ. 9.
ლ. ჯღამაია