ბასილი ეზოსმოძღვარი

ბასილი ეზოსმოძღვარი, XII–XIII სს. პოლიტიკური მოღვაწე, თამარ მეფის ეზოსმოძღვარი.

ივ. ჯავახიშვილს თამარის ერთ-ერთ ისტორიკოსად მიაჩნია (იხ. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“), ზოგი თანამედროვე ისტორიკოსი არ იზიარებს ამ აზრს.