ბერეთისა

ბერეთისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა ბერეთისის და ქვედა ბერეთისის გავრცელებული სახელწოდება. ბ. წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-ში. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ დას. საქართვ. რუკაზე აღნიშნულია ორი ბერეთისა ‒ ზედა და ქვედა.

1773 იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ბ. იქ მოსახლე გლეხებით ქუთაისის ტაძარს გადასცა.

თ. ბერაძე