ბერთაყანა

ბერთაყანა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კუმურდოს ტაძრის ბერთა კლდეში ნაკვეთი თავშესაფარი (ქვაბი).

მდებარეობს კუმურდოს ტაძრის მახლობლად, ახალქალაქის პლატოს კლდოვან ფერდობზე, სოფ. თმოგვის თავზე (ასპინძის მუნიც.). ხუროთმოძღვრული კომპლექსი შეიცავს სხვადასხვა სიმაღლეზე ხუთ სართულად განლაგებულ გამოქვაბულთა ჯგუფებს, რ-ებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან გვირაბებით. თითოეულ ჯგუფში ერთიდან სამამდე, გეგმით ოვალური მოყვანილობის ქვაბია. ერთი ჯგუფის ქვაბები გაერთიანებული არიან გახსნილი ღიობებით. ერთ-ერთი ქვაბის ქვაზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ზოსიმე კუმურდოელი, რ-იც ჯავახეთის საეპისკოპოსოს განაგებდა XI ს-ში.

ბ-ის ტერიტორია მდიდარია არქეოლ. მასალით (ენეოლითის ხანიდან გვიანდელ ფეოდალურ ხანამდე).

გ. გაფრინდაშვილი