ბექაური ლაშა გიორგის ძე

ბექაური ლაშა გიორგის ძე (დ. 26. VII. 2000, სოფ. არხილოსკალო, დედოფლისწყაროს მუნიციპ.), სპორტსმენი, ძიუდოისტი. ოლიმპიური ჩემპიონი (ტოკიო, 2020, ოლიმპიადა გაიმართა 2021-ში), ევროპის ჩემპიონი (2021), მსოფლიოს მასტერსის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული (2019), მსოფლიოს ( 2018, 2019) და ევროპის (2019) ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებული, კადეტებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი (2017).

საქართვ. ოლიმპიურმა კომიტეტმა გახსნა მისი სახელობის ვარსკვლავი (2021).

დასახელდა საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად.