ბოკუჩავა ნანა ვლადიმერის ასული (დ. 14. I. 1941, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (2005), პროფესორი (2006).
დაამთავრა სტუ-ის ქიმ. და კვების ტექნოლოგიის ფაკ-ტი (1965), შემდეგ მუშაობდა იქვე სხვადასხვა თანამდებობაზე. 2006-იდან არის სტუ-ის ფიზ. და ორგ. ქიმიის კათედრის გამგე, სტუ-ის ქიმ. ტექნოლოგიის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1991-იდან), „ტრადიციული ტექნოლოგიების“ სასწ.-სამეცნ. ცენტრის ხელმძღვანელი (2008-იდან), სტუ-ის ქიმ. ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, იქვე ეწევა პედ. საქმიანობას. ბ-ს მეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საქართვ. სამკურნალო ტალახების (პელოიდების), მინერ. და მიწისქვეშა წყლების, ბენტონიტური თიხების შესწავლა მათი სამკურნალო და პროფილაქტიკური გამოყენების მიზნით; კოსმეტიკური ნაწარმის მიღების ტექნოლოგია და მისი ხარისხის შეფასების ფიზ.-ქიმ. საფუძვლები.
ბ-მ დაამუშავა და აითვისა სპეც. ანალიზური მეთოდები და ხერხები, რ-თა გამოყენებით განისაზღვრა პელოიდების შედგენილობა და დადგინდა მათში შემავალი ორგ. ნივთიერებები. ბ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, 12 სახელმძღვანელოსა და 1 მონოგრაფიის ავტორი. აქვს 18 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და პატენტი. მიღბული აქვს სერტიფიკატები „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისათვის“ (საქართვ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, 2010), „Inovative“ Technologies in Metallurgy and Materials Sciece“ (2015) და სხვ. 1990–2012 იყო სტუ-ის ქალთა ასოციაციის გამგეობის წევრი.
თხზ.: პარფიუმერულ-კოსმეტიკური წარმოების ნედლეული, თბ., 2007 (თანაავტ. ლ. ბოკუჩავა, დ. ჯინჭარაძე); სამკურნალო-კოსმეტიკური საშუალებები, თბ., 2017 (თანაავტ. დ. ჯინჭარაძე); კოსმეტოლოგია, თბ., 2018 (თანაავტ. დ. ჯინჭარაძე); Лечебные грязи Грузии, Тб., 2009.