ბაუმშტარკი (Baumstark) ანტონ (4. VIII. 1872, ქ. კონსტანცა, ‒ რუმინეთი, ‒ 31. V. 1948, ქ. ბონი), გერმანელი ორიენტალისტი, ქრისტიანული აღმოსავლეთის მწერლობისა და ხელოვნების მკვლევარი.
იყო ბონის, უტრეხტისა და მიუნსტერის უნ-ტების პროფესორი. რედაქტორობდა საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „Oriens Christianus”-ს რ-შიც მის სხვა ნაშრომთა შორის გამოქვეყნდა ნაშრომი ძვ. ქართული მწერლობისა და ხელოვნების საკითხებზე. დიდი შრომა გასწია ორტომეულზე „აღმოსავლეთის ქრისტიანული მწერლობა“ („ქართული ლიტერატურა“, 1911, ლაიფციგი). მასში ცალკე ქვეთავებადაა წარმოდგენილი ჩვენი მწერლობის 4 სხვადასხვა ასპექტი: ხასიათი და ისტ. განვითარება; საეკლესიო პროზა; ისტ.-გეოგრ. და სამართლის ლიტ-რა; პოეზია და პროზაული გასართობი ლიტ-რა. წიგნში ბ. მსჯელობს ქართვ. ხალხის გენეტიკური ვინაობის, ენის ისტორიისა და რაობის, ლიტ-რის განვითარებისა და მასზე სხვა ქვეყნების ლიტ-რის გავლენის თაობაზე.
ბ-ის წიგნში ბევრი მცდარი შეხედულებაა გამოთქმული, ხშირად სცოდავს ფაქტებშიც. მეცნ. საფუძველს მოკლებულია ზოგიერთი მოსაზრება.
მას ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომები სახარების ძვ. ქართ. ტექსტისა და ქართ. ოთხთავის მინიატიურების შესახებ.
ლიტ.: რ ე ვ ი შ ვ ი ლ ი შ., ქართული ლიტერატურის გერმანელი მკვლევარები, «ცისკარი», 1969, № 5.
შ. რევიშვილი