ბაქანიძე ოთარ აკაკის ძე

ო. ბაქანიძე

ბაქანიძე ოთარ აკაკის ძე (27. III. 1929, თბილისი, ‒ 17. III. 2020, იქვე), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1989), უკრ. კულტურის დამს. მუშაკი (1972), პავლო ტიჩინას სახ. პრემიის ლაურეატი (1986).

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1952). 1972–76 იყო თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი, 1975-იდან ‒ ეროვნულ ლიტ-რათა, ლიტ. ურთიერთობათა და თარგმანის კათედრის გამგე. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ.-რუს.-უკრ. ლიტ. და თეატრალური ურთიერთობების კომპლექსურ მეცნ. კვლევაში.

ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა ქართ., რუს. და უკრ. ენებზე. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „მარკო ვოვჩოკი“ (ჟურნ. „დროშა“, 1957, № 9), „აკაკი წერეთელი და უკრაინა“ [ჟურნ. „პრაპორ“ („დროშა“), 1969, უკრ. ენაზე], „ნიკო ლომოური უკრაინაში“ („მნათობი“, 1970, № 7), „ლესია უკრაინკა საქართველოში“ („მნათობი“, 1971, № 2) და სხვ.; წიგნები: „ალექსანდრე სერაფიმოვიჩი“ (1963), „უკრაინული ლიტერატურის ისტორიიდან“ (1965), „ქართულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“ (1968), „ქართულ-უკრაინული ლიტერატურული და თეატრალური ურთიერთობანი“ (1982), „ნარკვევები უკრაინული ლიტერატურის ისტორიიდან“ (ტ. 1, 1985), „ივან ფრანკო“ (1986), „ოლეს გონჩარი“ (1988) და სხვ.

მ. შონია