ბერიაშვილი ზარბეგ ივანეს ძე

ბერიაშვილი ზარბეგ ივანეს ძე (10. IX. 1939, თბილისი‒22.IV. 2020, იქვე), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა).

1969 მიენიჭა სსრკ სპორტის დამს. ოსტატის წოდება. თბილ. „ქარიშხალას“ (1958 – 65) და „სპარტაკის“ (1966 – 70) წევრი. 1964 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. 12-ჯერ მონაწილეობდა სსრკ ჩემპიონატებში.

6-ჯერ (1962 – 66, 1969) იყო სსრკ ჩემპიონი. ევრ. სამგზის (1966, 1967, 1970) და მსოფლიოს (1969) ჩემპიონი. მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის (1963, 1965, 1967) ვერცხლის პრიზიორი. 6-ჯერ მოიგო საერთაშ. ტურნირები.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ნ. გუგუშვილი